Monday, 25 September 2017

საშინაო დავალება

1. ვაწყობთ მოსწავლის პრეზენტაციას; 2. პირველი ფანჯარა - სათაური; 3. მეორე ფანჯარა - მიზანი; 4. მესამე ფანჯარა - თეზისები; 5. მეოთხე ფანჯარა - ჩაშლილი თეზისები; 6. ბოლო ფანჯარა - დასკვნა და რეკომენდაციები. 7. მომზადებულ მასალას გუგლდრაივში ავტვირთავთ და ბლოგზე გამოვაქვეყნებთ სათაურით "მოსწავლის პრეზენტაცია" პ.ს. გავითვალისწინოთ შეფასების რუბრიკა და ესც ავტვირთოთ

Saturday, 23 September 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღის რეფლექსია
ნაყოფიერი დღე იყო, თუმცა ეს ტრენინგის ბოლოს შეჯამების დროს გავაცნობიერე. მსვლელობისას სასოწარკვეთილი თავგამოდებით ვცდილობდი მივყოლოდი ტრენერის ინსტრუქციებს და ჯგუფის სამუშაო რიტმს, რადგან სულ პატარა ჩამორჩენაც კი სერიოზულ პრობლემებს მიქმნიდა.
განსაკუთრებით რთული მომეჩვენა მომზადებული პრეზენტაციის ბოგზე ატვირთვის პროცედურა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამაშიც გავიწაფებით.
განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი დღისთვის ტრენერს, ქალბატონ ლალის!

Saturday, 16 September 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღის რეფლექსია

 ძალიან ბევრი ვიმუშავეთ!
ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ წინა ტრენინგებზე დამუშავებული მასალები და დავიწყეთ ახალი მასალის გაცნობა. კერძოდ: სახელმძღვანელოდან და სასარგებლო რესურსებიდან გავეცანით პროექტების შეფასების სქემის ნიმუშებს, გავეცანით სტრატეგიებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც შემდეგ ჩვენს პროექტს მოვარგეთ და გეგმის შაბლონში ავტვირთეთ.
ვისწავლეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ ბლოგის ფონის შეცვლა.
ვისწავლეთ როგორ დავამატოთ ჩვენს ბლოგს გვერდები, პორტფოლიოს როგორ დავამატოთ საქაღალდეები და ა.შ. მივიღეთ დავალება, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია და ავტვირთოთ ისეთ ფორმატში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ტრენერს ჩვენს ნამუშევარს გაეცნოს. 

Tuesday, 12 September 2017

მესამე დღის რეფლექსია

ჩვენს დაძაბულ სამუშაოს, დღეს კიდევ სხვა სირთულეებიც დაემატა. ძირითადად ტექნიკური ხასიათის, თუმცა მაინც მოხერხდა სრულფასოვანი ტრენინგის ჩატარება.
ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე, იმაზე, თუ რა განსხვავებაა თემატურ და სასწავლო პროექტებს შორის და ეს განსხვავება როგორ წარმოჩინდება მიზნის განსაზღვრისას. ვისწავლეთ როგორ ვიმუშავოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და როგორ უნდა დავაკომენტაროთ კოლეგების ბლოგები, როგორ მივიღოთ უკუკავშირი და ა. შ

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა: 1. რატომ სჭირდებათ ადამიანებს ერთმანეთი?

                           

თემატური: 1. რატომ უნდა იყოს კანონით განსაზღვრული საქორწინო ასაკი?

                       2. რატომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მოქალაქეებს პირად ცხოვრებაში და                               დაუწესოს შეზღუდვები ?

                        3.როგორ აისახება ადრეული ქორწინება ადამიანის განვითარებაზე                                         და რეალიზებაზე?

                     

შინაარსობრივი:   1. საქართველოს კანონმდებლობით, რომელი ასაკიდან არის                                                       ნებადართული ქორწინება?
                               
                                  2. რომელი ასაკია მიჩნეული საქორწინო ასაკად ევროპის ქვეყნებში?

                                   3. საქართველოს კანონმდებლობით, ვისი თანხმობაა საჭირო                                                     სრულწლოვანებას მიუღწეველ წყვილთა ქორწინებისთვის?

                                   4. რა დოკუმენტი მოწმობს წყვილის  ქორწინებაში ყოფნას?


                                                                                         
                                           

Saturday, 9 September 2017

მე-2 დღის რეფლექსია

არასოდეს გამჭირვებია ტრენინგის შემდგომი რეფლექსიის დაწერა ისე, როგორც დღეს.

დავიღალეთ, მაგრამ ის რაც ვისწავლეთ, ღირდა დაღლად.

 შევქმენით ახალი ბლოგები, ახალი პოსტები. მოფიქრებული პროექტის იდეა, თავისი შესავალი ნაწილით, დაგეგმილი აქტივობებით და მოსალოდნელი შედეგით გადავიტანეთ ბლოგზე.

 სახელმძღვანელოდან ჩვენთვის საჭირო ამონარიდები გადავიტანეთ გუგლდრაივში, სადაც ჩვენი პორტფოლიო შევქმენით. 

მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ტრენინგს.

21 საუკუნის უნარები

21 საუკუნის უნარები


კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

     საღი მსჯელობა და აღქმა;


     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, 
 სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია

      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა

      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;

სტანდარტთან კავშირი

სტანდარტთან კავშირი

ცოდნა

/..სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით უვითარდება მოზარდს ცოდნა პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების შესახებ.

უნარები

·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება

·      კომუნიკაცია

·      კვლევა

Thursday, 7 September 2017


ადრეული ქორწინება და მისი პრევენციის მექანიზმები

იდეა

სიყვარული, ქორწინება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება - ამ თემებთან მიმართებაში,  განსაკუთრებით აქტიურები არიან მოზარდები.

დისკუსიის დროს იკვეთება, რომ  მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ჰქონდეთ უნარი, საფუძვლიანად იმსჯელონ  იმ პრობლემების შესახებ, რაც ადრეული ქორწინების შემთხვევაში იკვეთება. ეს არის ასაკი, როდესაც აღნიშნულ თემაზე უფროსის (მშობლის, მასწავლებლის) მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოდ, ან ხშირ შემთხვევაში მოძველებულად, ზედმეტად დიდაქტიკურად  მიაჩნიათ.

 მიზანი

პროექტის ფარგლებში თვითონ მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, იმსჯელონ, გამოიკვლიონ, გაანალიზონ და შესაბამისი დასკვნები გააკეთონ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.  ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურ ქსელში ატვირთონ ვიდეომიმართვები და გააკეთონ პრეზენტაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ.

შესავალი

9 წლის იყო დანტე ალიგიერი (1265-1321წწ), როდესაც პირველად ნახა თავისი ბეატრიჩე. გაივლის წლები და სახელგანთქმული პოეტი თავის სიყვარულს უკვდაყოფს "ღვთაებრივ კომედიაში'...
ჯულიეტა14 წლის იყო, რომეო კი - 16-ის.

სხვათაშორის, არც დანტესა და ბეატრიჩეს, არც რომეოსა და ჯულიეტას ოჯახი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათმა სიყვარულმა საუკუნეებს გაუძლო.

სამაგიეროდ, ნაჩქარევად შექმნილი ბევრი ოჯახი, დროის გამოცდას ვერ უძლებს  და მალევე ინგრევა.  ის, რაც სიყვარული გვგგონია, ხშირად უბრალო გატაცება აღმოჩნდება ხოლმე  და ტრაგედიაა, როდესაც ეს  ეს ქორწინების შემდეგ მჟღავნდება.

ჩვენს ქვეყანაში, ოჯახის შექმნისთვის დადგენილი ნორმები არ არსებობს, თუმცა, ოფიციალურად, ქორწინების ნებადართული ასაკი ქალისთვის, ისევე როგორც ვაჟისთვის 18 წელია.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი 20-24 წელია, თუმცა, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ადრეული ქორწინების შემთხვევები და მისი სავალალო შედეგებიც სახეზეა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სახალხო დამცველმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები, კანონში კი შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სრულწლოვანებას მიუღწეველი  წყვილის  ქორწინების დასარეგისტრირებლად, მხოლოდ მშობლების თანხმობა არ არის საკმარისი. ქორწინების დასარეგისტრირებლად, სავალდებულოა მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ესეც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები.