Thursday, 7 September 2017


ადრეული ქორწინება და მისი პრევენციის მექანიზმები

იდეა

სიყვარული, ქორწინება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება - ამ თემებთან მიმართებაში,  განსაკუთრებით აქტიურები არიან მოზარდები.

დისკუსიის დროს იკვეთება, რომ  მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ჰქონდეთ უნარი, საფუძვლიანად იმსჯელონ  იმ პრობლემების შესახებ, რაც ადრეული ქორწინების შემთხვევაში იკვეთება. ეს არის ასაკი, როდესაც აღნიშნულ თემაზე უფროსის (მშობლის, მასწავლებლის) მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოდ, ან ხშირ შემთხვევაში მოძველებულად, ზედმეტად დიდაქტიკურად  მიაჩნიათ.

 მიზანი

პროექტის ფარგლებში თვითონ მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, იმსჯელონ, გამოიკვლიონ, გაანალიზონ და შესაბამისი დასკვნები გააკეთონ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.  ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურ ქსელში ატვირთონ ვიდეომიმართვები და გააკეთონ პრეზენტაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ.

შესავალი

9 წლის იყო დანტე ალიგიერი (1265-1321წწ), როდესაც პირველად ნახა თავისი ბეატრიჩე. გაივლის წლები და სახელგანთქმული პოეტი თავის სიყვარულს უკვდაყოფს "ღვთაებრივ კომედიაში'...
ჯულიეტა14 წლის იყო, რომეო კი - 16-ის.

სხვათაშორის, არც დანტესა და ბეატრიჩეს, არც რომეოსა და ჯულიეტას ოჯახი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათმა სიყვარულმა საუკუნეებს გაუძლო.

სამაგიეროდ, ნაჩქარევად შექმნილი ბევრი ოჯახი, დროის გამოცდას ვერ უძლებს  და მალევე ინგრევა.  ის, რაც სიყვარული გვგგონია, ხშირად უბრალო გატაცება აღმოჩნდება ხოლმე  და ტრაგედიაა, როდესაც ეს  ეს ქორწინების შემდეგ მჟღავნდება.

ჩვენს ქვეყანაში, ოჯახის შექმნისთვის დადგენილი ნორმები არ არსებობს, თუმცა, ოფიციალურად, ქორწინების ნებადართული ასაკი ქალისთვის, ისევე როგორც ვაჟისთვის 18 წელია.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი 20-24 წელია, თუმცა, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ადრეული ქორწინების შემთხვევები და მისი სავალალო შედეგებიც სახეზეა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სახალხო დამცველმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები, კანონში კი შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სრულწლოვანებას მიუღწეველი  წყვილის  ქორწინების დასარეგისტრირებლად, მხოლოდ მშობლების თანხმობა არ არის საკმარისი. ქორწინების დასარეგისტრირებლად, სავალდებულოა მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ესეც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები.

























No comments:

Post a Comment